ბადრა გუნბა - რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს

რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ე.წ. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

„რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორად რჩება. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უსაფრთხოების გარანტიისა და ეკონომიკური წინსვლის ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა გუნბამ.

მისი თქმით, „ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი“.

ასევე, გუნბამ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობა „საგარეო პოლიტიკური ინტერესების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“ რჩება.

„აფხაზური მხარე მხარს უჭერს საქართველოსთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და ამას ხანგრძლივი სტაბილურობის მთავარ გარანტიად განიხილავს“, - აღნიშნა გუნბამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს