Reuters - ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტაილანდისა და კამბოჯის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და მხარეები სიტუაციის ხანგრძლივ გადაწყვეტაზე იმუშავებენ.

„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მომავალი გადაადგილების გარეშე შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი განლაგება შენარჩუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროცესის მიმდინარეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სადამკვირვებლო ჯგუფი დააკვირდება.

შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე თვის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 101 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს