დღეს ფლორიდაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კიევის დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის განრიგის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მიიღებს.

პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებშია. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს