ახსარ ჯიოევი - მიხეილ სააკაშვილის დროს სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო ტერორიზმის პირობებში იმყოფებოდა

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმს განიცდიდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო ე.წ. „რესპუბლიკაზე“ უზარმაზარ ზეწოლას ახდენდა.

რუსული მედიის თანახმად, ამ პოლიტიკის მაგალითად მან საქართველოს ხელისუფლების მიერ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა დაასახელა.

„ქვეყანა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ტერორიზმის პირობებში იმყოფებოდა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა“, - განაცხადა ჯიოევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს