ვოლოდიმირ ზელენსკი - ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს

ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პარტნიორებზე.

„ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღეა და ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად, თუმცა, მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილებები, დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. მათზე, ვინც უკრაინას ეხმარება და მათზე, ვინც რუსეთზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსებმა საკუთარი აგრესიის შედეგები იგრძნონ“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ძალებმა უკრაინაში 2100-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 800 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 94 რაკეტა გაუშვეს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ევროპელი პარტნიორები შეხვედრას ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს