ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი დასრულდა - ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასრულებისთვის „კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი დასრულდა.

ზელენსკი და ტრამპი ლიდერებს ტელეფონით ესაუბრნენ, მაშინ, როცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი ფლორიდაში უკრაინისთვის სამშვიდობო შეთავაზების განსახილველად შეხვედრას მართავდნენ.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, X-ზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ლიდერებმა ომის დასრულებისთვის „კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილეს.

სტუბმა დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მონაწილეებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ნორვეგიის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

„ჩვენ ყველანი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ვმუშაობთ“, - აღნიშნავს სტუბი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს