ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება გეგმის ნებისმიერ პუნქტზე - ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, ეს მათი მიწაა და არა ერთი ადამიანის, ეს ჩვენი ერის მიწაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიის საკითხი კვლავ რთულ თემად რჩება.

„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ტერიტორიის საკითხზე საბოლოოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშვიდობო გეგმის ნებისმიერი პუნქტისთვის - არა მხოლოდ ტერიტორიისთვის.

„ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე...რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ეს მათი მიწაა, მიწაა და არა ერთი ადამიანის. ეს ჩვენი ერის მიწაა მრავალი თაობის მანძილზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმიტ, ორმა ლიდერმა განიხილა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, გეგმის 90%-ზე შეთანხმება მიღწეულია, მისი თქმით, შეერთებული შტატები და უკრაინა 100%-ით შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიებსა და სამხედრო საკითხებზე.

„ჩვენ ვეთანხმებით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა