ლევან იოსელიანი ელისაშვილზე - ადამიანურად ჩემთვის რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს - არ მინდა, საზოგადოებას დარჩეს განცდა, თითქოს ამ საქმეს განსაკუთრებულად ვეკიდები

ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება- ადგილზე გავეცანი მისი პატიმრობის პირობებს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პატიმრების მიმართ სახალხო დამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს თანასწორი და „არ შეიძლება ფავორიტი ან პრივილეგირებული პატიმრები ჰყავდეს“.

„ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, მე ვიყავი მასთან საკანში, ის მეექვსე პენიტენციარულ დაწესებულებაშია. ადგილზე გავეცანი მისი პატიმრობის პირობებს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს. ამასთან, მინდა საზოგადოებას არ დარჩეს განცდა, თითქოს ალეკოს საქმეს, ვინაიდან ის ჩემი მეგობარია, განსაკუთრებულად ვეკიდები. ჩემთვის არც ერთი მსჯავრდებული და ბრალდებული არ არის არც ალეკოზე ნაკლები და არც მეტი. ყველას მიმართ თანაბრად ვავრცელებ ჩემს უფლებამოსილებას. ალეკოს მონახულების პარალელურად მეექვსე დაწესებულებაში სხვა პატიმრებიც მოვინახულე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზეც მქონდა კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციასთან. პატიმრების მიმართ სახალხო დამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს თანასწორი, არ შეიძლება სახალხო დამცველს ფავორიტი ან პრივილეგირებული პატიმრები ჰყავდეს, პირადი შეხედულებით იხელმძღვანელოს. ეს სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს მათშიც და საზოგადოებაშიც“,-აღნიშნა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს