გრიგორი კარასინი - ევროკავშირის „მყეფარეთა კოალიცია“ რუსული აქტივების მოპარვისთვის პასუხს აგებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ე.წ. მსურველთა კოალიციას, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევას გეგმავს, ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სინდისის, კანონისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე პასუხისგება მოუწევს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ე.წ. მსურველთა კოალიცია - მე მას „მყეფარეთა კოალიციას“ ვუწოდებ - ცდილობს გზა გაუხსნას სწორედ ამ გადაწყვეტილებას (რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევას). არ მინდა დავიჯერო, რომ მათ ეს გამოუვათ, რადგან ეს ძალიან დანაშაულებრივი ჩანაფიქრია და მის განმახორციელებლებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ პასუხისგება სინდისის, კანონისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე. თუ ეს მაინც მოხდება, ეს კიდევ ერთხელ გამოავლენს იმ ადამიანების ნამდვილ სახეს, ვისთანაც საქმე გვაქვს ევროკავშირში“, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ასეთი სამუშაო ნამდვილად მიმდინარეობს.

„ყოველდღე ტელევიზორში ვხედავთ რამდენიმე ცეცხლისმფრქვეველ ყბედს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „ეს არის ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება“ მისი „ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისუნარიანობის“ და ა.შ. უზრუნველსაყოფად. სინამდვილეში, მათ უბრალოდ მოსწყინდათ ფულის დახარჯვა კორუმპირებულ რეჟიმზე, რომელიც ამ ფულს იპარავს“, - აღნიშნა კარასინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!