ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში

მრავალპროფილურმა კლინიკამ New Hospitals-მა საერთაშორისო სამედიცინო სერვისების წამყვან ორგანიზაცია International SOS-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების ფარგლებში New Hospitals-ი საქართველოში წარმოადგენს International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების ოფიციალურ პროვაიდერს, რაც მოიცავს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ სამედიცინო სერვისებს მოგზაურთა მედიცინის მიმართულებით.

დეტალური შერჩევისა და ინსპექტირების პროცესის შედეგად კლინიკამ სრულად დაადასტურა ორგანიზაციის მიერ დადგენილ მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა.

შერჩევის პროცესის ფარგლებში შეფასდა კლინიკის სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, პერსონალის კვალიფიკაცია და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა საქართველოში.

New Hospitals-ი არის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც 2011 წლიდან სთავაზობს პაციენტებს მაღალი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საერთაშორისო ბენეფიციარების მომსახურება უზრუნველყოფილია სპეციალიზირებული მენეჯერის მიერ.

აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს კლინიკის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის პროცესში და ადასტურებს, რომ ნიუ ჰოსპიტალსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ისე პაციენტის უსაფრთხოებისა და სერვისის ორგანიზების კუთხით.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!