ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადავადდა

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

როგორც სემეკის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, ტარიფების ცვლილების გადავადებასთან დაკავშირებით სემეკს მიმართა ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ, რადგან აღმოჩნდა საკითხები, რომელსაც არ ეთანხმებოდნენ.

„აქედან გამომდინარე ითხოვს დროს და იმას, რომ 3 თვით ახალი ტარიფები გადავწიოთ. კომისიას ამ წერილს საკმარის საფუძვლად მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ტარიფები უცვლელად იქნას დატოვებული. დავადგინოთ დროებითო ტარიფი, რომელიც იქნება არსებული ტარიფი“, - განაცხადა ნარმანიამ სხდომაზე.

კომისიაზე საკითხს კენჭი უყარეს და შედეგად, დამტკიცდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს