ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა - ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

ისტორია რაჭის პატარა სოფლიდან, თხმორიდან, იწყება და ამერიკის ინდუსტრიული ბაზრებით გრძელდება - ეს ჯორჯ კობია, ქართველი გამომგონებელი და მეწარმე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა.

ჯორჯ კობი 1883 წელს, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. წერა-კითხვა სოფლის მღვდელთან შეისწავლა, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხელსაქმისადმი ინტერესითა და ნიჭით. თავგადასავლების სიყვარულით შთაგონებული 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომში, მის უფროს ძმასთან ჩავიდა, რომელიც იმ პერიოდში ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. აქ გაეცნო ჯორჯ კობი მინის დამუშავების ტექნოლოგიას, დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, სამეწარმეო პროცესებსა და ბიზნესის მართვას - ცოდნას, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.

ჯორჯ კობიმ ბორჯომიდან ნიუ-იორკამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ იყო თბილისი, შემდეგ პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა.

1919 წელს მან აშშ-ში Coby Glass Products Company დააფუძნა, სადაც მინისგან სრულიად ინოვაციური პროდუქტების წარმოება დაიწყო. კობის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ტექნოლოგიური სიახლე, მათ შორის ნაძვის ხის ფერადი მინის სათამაშოები, რომლითაც მილიონობით ოჯახისთვის შობა ფერად დღესასწაულად იქცა.

დღეს თხმორში, ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევით, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ფოტო-მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმი მის ცხოვრებასთან და გამოგონებებთან დაკავშირებულ არქივს ინახავს და მომავალ თაობებს უყვება ისტორიას ადამიანზე, რომელიც დაუღალავი შრომით, დაკვირვებითა და არგაჩერებით არაერთისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

საქართველოს ბანკმა წინასაახალწლოდ ჯორჯ კობის, ისტორია გააცოცხლა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას დროისა და საზღვრების გადალახვა. შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა.

ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები:

  1. https://www.facebook.com/share/v/1ABForCepN/
  2. https://www.facebook.com/share/v/1Sdijo9QBn/

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს