აეროპორტების გაერთიანება - დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, დიდთოვლობის პირობებშიც კი აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს. ამასთან, ინტენსიურად იწმინდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

„დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების გამო, რაც უამინდობით იყო გამოწვეული, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.

უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს