გია ვოლსკი - ფარცხალაძე გარკვეული პერიოდი მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა - აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მას აღარ უნდა ემუშავა იქ, სადაც მუშაობდა

ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა - აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

მისი თქმით, ფარცხალაძე ახლა დანაშაულში მხილებულია და ეს ოპოზიციას არ აწყობს, რადგან ვოლსკის განცხადებითვე, მათ უნდა ისაუბრონ, რომ „ხელისუფლება ხელს აფარებდა ფარცხალაძეს“ და „იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის“.

„ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა. აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა. არაფერ შუაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ჩვენი კრიტიკოსები. საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები და ამის პარალელური სამყარო შეიქმნეს ჩვენმა ოპონენტებმა - თვითონ აკეთებენ დასკვნებს, თვითონ ხსნიან, ნიშნავენ და ა.შ. თუ რაღაც პოზიციასთან დაკავშირებით დაემთხვა მოსაზრებები და პროცესები მათ ნათქვამს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს და ასე არ არის. მსოფლიოში, რეგიონსა და სახელმწიფოში სხვა რეალობაა. დანაშაულში მხილებულია და რასაკვირველია, ეს ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდა ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ. მათი არგუმენტები ერთი შეხედვით ნულდება.

აღმოჩნდა, რომ [ფარცხალაძე] დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!