„ენერგო-პრო ჯორჯია“ - უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოში

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია.

ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

„ამ წუთებში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია. ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს