ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინის ქმედებები განსხვავდება სამშვიდობო ლექსიკისგან, რომელსაც დონალდ ტრამპთან დიალოგში იყენებს - ის ჩვენკენ რაკეტებს ისვრის, ხარობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

მისი თქმით, „ცოტა უცნაურად“ ჩანს, რომ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეუბნება, რომ მას ომის დასრულება სურს, ამავდროულად კი მედიაში აცხადებს, რომ სურს და მზადაა ომის გასაგრძელებლად.

„ის ჩვენკენ რაკეტებს ისვრის, ღიად საუბრობს ამაზე, ხარობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით, თავის გენერლებს ბრძანებებს აძლევს - სად წავიდნენ, რა დაიპყრონ და ა.შ.“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ვითომდა სამშვიდობო ლექსიკას, რომელსაც ის ტრამპთან დიალოგში იყენებს.

„აშშ-ის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ყველა ეს „მესიჯი“ განსხვავებული ხასიათისაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: როგორ ვხვდებით, რა ფორმატში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!