ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებას კრძალავს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებას კრძალავს , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, რუსეთი უცხოური სისხლის სამართლის სასამართლო ორგანოებისა და იმ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისგან თავისუფლდება, რომელთა იურისდიქცია მოსკოვთან დადებულ ხელშეკრულებას ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არ ეფუძნება.

რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადიმერ გრუზდევმა განაცხადა, რომ კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს შეეხება.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. მათ ბრალი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაში ედებათ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა