„ჯივიპიმ“ 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. კომპანია პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 2025 წელს კომპანიამ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2025 წელს Aqualia-ს სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის ინფრასტრუქტურის მდგრადობა და მომსახურების ხარისხი.
2025 წელს „ჯივიპიმ“ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
განხორციელებული ინვესტიციის 55%-ზე მეტი წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირება-განახლებაზე დაიხარჯა. ინვესტირება ასევე განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით.
2025 წლის განმავლობაში განხორციელებული 400-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის:
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის სიხშირე
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები
შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის საშუალო დრო
შემცირდა წყალმომარაგების ქსელის დაზიანების სიხშირე
თბილისის კანალიზაციის ქსელში პრევენციული სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა 55 კმ-ზე მეტრი ქსელი
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლების მიზნით 2025 წელს არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაცია, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. მიმდინარე წელს "ჯივიპიმ" თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, 100 კმ ქსელი განაახლა, 1650 -ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და 110 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა.
ქსელის სარეაბილიტაციო პროექტებს შორის აღსანიშნავია:
რაც შეეხება სტრატეგიულ პროექტებს, კომპანიამ 2025 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებებით ჯამში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა:
მაგისტრალური მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯივიპიმ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები - გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.
2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მის ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 192 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რამაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურება გააუმჯობესა. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა. დაიზოგა 5.3 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი. პროექტი უკვე დასრულდა ისანი–სამგორის რაიონში.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2025 წელს შეიქმნა განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებლის პერსონალური კაბინეტით, რომელიც "ჯივიპის" აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.
2025 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის “ყოველი წვეთი ძვირფასია”-ს საგანმანათლებლო ეტაპი განახორციელა. თბილისის 100 სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ ინტერაქციული და სახალისო ფორმით მიიღო ინფორმაცია წყლის სრული ციკლის შესახებ.
2025 წელს Aqualia-სთან ერთად ჩვენ აქტიურად დავძლიეთ სისტემური გამოწვევები და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები მომსახურების ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. წყალმომარაგება უწყვეტი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მუდმივ განახლებასა და მაღალტექნოლოგიურ მართვას.
ჩვენი ვალდებულებაა, მოსახლეობამ მიიღოს გარანტირებული, ხარისხიანი წყალმომარაგება, ხოლო ინფრასტრუქტურა იყოს საიმედო და მდგრადი. 2025 წლის შედეგები ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ჩვენი სამომავლო გეგმა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რათა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემა მოდერნიზდეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.