ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება არ სურთ

რუსებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება არ სურთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რეფერენდუმის მიმართ რუსების დამოკიდებულება დადებითი არ არის, რადგან რეფერენდუმის ჩატარება უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. თუმცა, რუსებს არ სურთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო დღეების რაოდენობით გამოაცხადონ. ეს კი 60 დღეა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ამერიკულ მხარეს შეუთანხმდა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს.

„ასევე, არსებობს შეთანხმებების აღიარების საკითხი, მათი სიძლიერის საკითხი. უკრაინას ბუდაპეშტის მემორანდუმი ჰქონდა და ამან არ იმუშავა. შემდეგ მინსკის შეთანხმებები იყო, საიდანაც სრულმასშტაბიან ომამდე მივედით. ამ დოკუმენტებმა არ იმუშავა. ახლა ამერიკელებთან შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები გვექნება, რომლებსაც კონგრესი და უკრაინის პარლამენტი დაამტკიცებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ევროპელებთან ჩვენი ორმხრივი შეთანხმებების რატიფიცირება ევროპული პარლამენტების მიერ მოხდება, რათა ამ დოკუმენტებს იურიდიული ძალა ჰქონდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა