ვლადიმერ პუტინი - მტერი თავდაცვისთვის მრავალი წელი ემზადებოდა, ვიცით, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს გათავისუფლების მიმართულებით ამოცანების შესრულებას ახერხებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გენერალურ შტაბთან შეხვედრისას გააკეთა.

ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „დნეპრის“ მეთაურს, მიხეილ ტეპლინსკის „წარმატებული მოქმედებებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მტერი იქ თავდაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ვიცით, რომ იქ სიტუაცია რთულია. მიუხედავად ამისა, თქვენი ჯგუფის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას ახერხებთ“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა „დონბასის სრულად გათავისუფლების“ შესახებაც ისაუბრა.

„სევერსკის გათავისუფლება და კონსტანტინოვკაში ეფექტური სამუშაოები შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ „ცენტრის“ ძალებთან თანამშრომლობით, დონბასის ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ“, - აღნიშნა პუტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!