მედია - ეროვნული ვალუტის ვარდნის, მაღალი ინფლაციისა და საპროტესტო აქციის ფონზე ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Nournews-ის ცნობით, ირანის ეროვნული ვალუტის ვარდნისა და მაღალი ინფლაციის ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რეზა ფარზინმა თანამდებობა დატოვა.

მოჰამედ რეზა ფარზინი ირანის ცენტრალურ ბანკს 2022 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მისი გადადგომა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უნდა დაამტკიცოს.

ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული ვალუტის, რიალის გაუფასურების გამო დღეს თეირანში საპროტესტო აქციები გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს