სერგეი ლავროვი - კიევის რეჟიმმა ნოვგოროდში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა - რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს

კიევმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„2025 წლის 28-29 დეკემბრის ღამეს კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე შორ მანძილზე მოქმედი 91 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა და „მსგავსი წინდაუხედავი თავდასხმა პასუხის გარეშე არ დარჩება“.

ასევე, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“.

„იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა