ანდრეი სიბიგა - რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ - მსოფლიოს მოვუწოდებთ, რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს

რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „29 დეკემბრის ღამეს, კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“.

„რუსეთის მანიპულაციები „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მიზეზით არის გამოგონილი: უკრაინაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის ცრუ საბაბისა და ყალბი გამართლების შესაქმნელად, ასევე, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა აშშ-ის ხელმძღვანელობით და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია.

„მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს“, - აცხადებს სიბიგა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა