დონალდ ტრამპი - პუტინმა მითხრა, რომ თავს დაესხნენ, ეს კარგი არ არის - გაირკვევა, შესაძლოა თავდასხმა არც მომხდარა

პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას რუსული მხარის განცხადების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ დღეს დილით გაიგო“.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა.

„იცით ვინ მითხრა ამის შესახებ? პრეზიდენტმა პუტინმა. მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. არ დაგავიწყდეთ, მე Tomahawk-ების გადაცემა შევაჩერე. ძალიან დელიკატური პერიოდია. ერთი საკითხია შეტევის განხორციელება და მერე მის სახლზე თავდასხმა. ამისთვის ახლა დრო არ არის“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, კითხვაზე, არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომ თავდასხმა ნამდვილად განხორციელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის გარკვევა მოხდება“.

„შესაძლოა თავდასხმა არც მომხდარა. ეს შესაძლებელია. მე პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს