ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან - ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას თავის ტერიტორიებზე რუსეთთან ომის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში, რადგან ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას, საზოგადოების პოზიციას და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებას.

ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია ომის დასრულების მოლაპარაკებებში და რჩება ერთადერთ პუნქტად, სადაც უკრაინისა და რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან. ეს ჩვენს კანონს სცილდება. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება - იქ ხალხი ცხოვრობს, ჩვენი არმიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქით, ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი დაშავდა ბრძოლების შედეგად, ასობით ადამიანი დაიჭრა და ათობით დაიღუპა, ამიტომ არ შეიძლება ტერიტორიული საკითხის ფორმალურად ან წმინდა პოლიტიკურად განხილვა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაახლოებით 90%-ით არის შეთანხმებული. მხოლოდ ორი საკითხი დარჩა გადაუჭრელი, რომელთაგან მთავარი ტერიტორიული საკითხია.

„როდესაც ვთქვი 90%, ეს სიმართლეა. არსებობს მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს - ტერიტორიები. და ეს უთანხმოებები არა ამერიკელებთან, არამედ რუსებთანაა“.

ტერიტორიებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებაზე კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი დადებით შედეგს არ მოიტანს და უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს.

„ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებითი არ იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!