ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა საკმარისია აგრესიის მოსაგერიებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების 800 000 კაციანი შემადგენლობა იძლევა გარანტიას, რომ ქვეყანა ნებისმიერი განახლებული რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„ეს ციფრი ნამდვილად იძლევა გარანტიას მოვიგერიოთ შეიარაღებული აგრესია მისი განახლების შემთხვევაში. ეს ციფრი ასევე იძლევა გარანტიას დაგეგმილი მობილიზაციის პროცესის შესახებ. ანუ ჩვენ არ ვართ შეზღუდულები ჩვენს მობილიზაციაში. თავდაპირველად, შემოგვთავაზეს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 600 000-მდე შემცირება. თუმცა, 800 000 ის ციფრია, რაც გვაკმაყოფილებს“, - აღნიშნა სირსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა დონეცკის ოლქიდან და რიგი სხვა რეგიონებიდან ჯარების გაყვანაზე.

„ჩვენ სამხედროები ვართ, ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის დაცვაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებში ჩვენი სამხედროებიც მონაწილეობენ, პირველ რიგში, გენერალური შტაბის უფროსი. ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობას ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აკონტროლებს. ვფიქრობ, ყველა ეს საკითხი არაერთხელ წამოიჭრება და განიხილება. გადაწყვეტილება საფუძვლიანი იქნება“, - აღნიშნა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთი ბრძოლის ველზე დაახლოებით ექვსჯერ მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, ვიდრე უკრაინა და ოკუპანტების ყოველდღიური დანაკარგები საშუალოდ 1000-1100 ადამიანს შეადგენს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო