დონალდ ტრამპი - აშშ-მა ვენესუელაში დაარტყა ობიექტს, სადაც ნავების ნარკოტიკებით დატვირთვა ხორციელდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვენესუელაში დაარტყა ტერიტორიას, სადაც ნავების ნარკოტიკებით დატვირთვა ხორციელდებოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა ვენესუელაში სახმელეთო ოპერაციები განახორციელა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიის დაწყების შემდეგ.

„ნავმისადგომთან ახლოს, სადაც ნარკოტიკებით ტვირთავენ ნავებს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ჩვენ ყველა ნავს დავარტყით, ახლა კი ტერიტორიას, ეს არის განხორციელების ადგილი და ის აღარ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, განახორციელა თუ არა თავდასხმა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ, ტრამპმა უპასუხა: „ამის თქმა არ მინდა. ზუსტად ვიცი ვინ იყო, მაგრამ არ მინდა ვთქვა“.

გუშინ, CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მიმდინარე თვეში ვენესუელას სანაპიროზე მდებარე საპორტო ობიექტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. CNN-ის ცნობით, დარტყმის სამიზნე შორეული დოკი იყო, რომელსაც აშშ-ის მტკიცებით, ვენესუელური დაჯგუფება „ტრენ დე არაგუა“ ნარკოტიკების შესანახად და ნავებში გადასატანად იყენებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს