პენტაგონი - Boeing-მა ისრაელისთვის F-15-ების მისაწოდებლად 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო

პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-მა ისრაელის F-15-ების პროგრამისთვის 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კონტრაქტი ითვალისწინებს ისრაელის საჰაერო ძალებისთვის F-15IA ტიპის 25 ახალი თვითმფრინავის დიზაინს, ინტეგრაციას, ინსტრუმენტაციას, ტესტირებას, წარმოებას და მიწოდებას, დამატებით 25 F-15IA თვითმფრინავის შეძენის არჩევანით“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონტრაქტი ისრაელისთვის უცხოური სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვას მოიცავს.

კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები სენტ-ლუისში შესრულდება და მისი დასრულება 2035 წლის 31 დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი.

პენტაგონმა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს