უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები, მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას.

„უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალ ქსელებში.

დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან.

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება,“ - აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს