მედია - დონალდ ტრამპმა და მისმა თანაშემწეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკის შეცვლა სთხოვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე სთხოვეს, რომ ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკა შეცვალოს, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, თემა განიხილეს როგორც ნეთანიაჰუსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, დონალდ ტრამპის თანაშემწეებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს - შორის გამართულ შეხვედრაზე, ასევე ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულების მხრიდან პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის, პალესტინის ავტონომიის ფინანსური არასტაბილურობისა და ისრაელის დასახლებების გაფართოების საკითხები წამოჭრეს.

აშშ-ს გზავნილი იყო ის, რომ დასავლეთ სანაპიროზე კურსის შეცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების აღსადგენად და აბრაამის შეთანხმებების გაფართოებისთვის.

„ნეთანიაჰუმ ძალიან მკაცრად ისაუბრა ჩასახლებულების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აპირებს უფრო აქტიური ქმედებების განხორციელებას,“ - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა