სერგეი ლავროვი - კიევმა და დასავლეთმა ახალი ტერიტორიული რეალობა უნდა აღიარონ

კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა. ასევე, ლავროვის მტკიცებით, აუცილებელია უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს.

ამასთან, ლავროვის მტკიცებით, დასავლეთი ხვდება, რომ უკრაინაში სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის.

„ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება - სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს