ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280 კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა

ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280 კილომეტრიანი გალავნის მშენებლობა დაასრულა.­მედიის ცნობით, დეკემბერში დასრულდა ლატვია-რუსეთის საზღვარზე 280 კილომეტრიანი ღობის ბოლო მონაკვეთები. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტად იქცა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონი ევრო იყო და მასში ექვსი კონტრაქტორი მონაწილეობდა.

მომავალ წელს საპატრულო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური კონტროლის აღჭურვილობის განვითარებაში კიდევ 20 მილიონი ევროს ოდენობის ინფრასქტრუქტურა განხორციელდება. ამ სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად დასრულებული ღობის ერთობლივ შემოწმებას ატარებენ და მის ხარისხს ამოწმებენ.

სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ლატვია-რუსეთის საზღვარზე სიტუაცია ზოგადად სტაბილურია, თუმცა უკანონო გადაკვეთის ცალკეული შემთხვევებია. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების თქმით, ღობის მონტაჟი მნიშვნელოვნად აადვილებს მათ მუშაობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს