„საქართველოს ბანკმა“ ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

„საქართველოს ბანკმა“ ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.

პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:

ბიზნესის გზამკვლევი;

რა არის სტარტაპი?

როგორ დავაგენერიროთ ბიზნეს იდეა?

ბიზნესის რეგისტრაცია;

დაფინანსების მოძიება;

ბიზნეს გეგმის დაწერა;

ბრენდის გზამკვლევი.

პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.

„საქართველოს ბანკი“ არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს. ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს