2025 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 და სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურებისთანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1706 კუბური მეტრი შეადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის 3 ფაქტი. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგს პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფატქებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეოს სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები