თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოპერაციის ჩატარებიდან ერთი დღით ადრე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად სამი პოლიციელი და ექვსი მებრძოლი დაიღუპა.

პოლიციამ რვა საათის განმავლობაში ალყა შემოარტყა ქალაქ იალოვას. ერთ-ერთი რეიდის დროს რვა პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაიჭრეს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს, პოლიციამ რეიდები ჩაატარა 114 მისამართზე სტამბოლსა და ორ სხვა პროვინციაში, რის შედეგადაც ძებნილი 115 ეჭვმიტანილიდან 110 დააკავეს.

შეგახსენებთ, სტამბოლის პროკურატურამ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნისას თურქეთში, კერძოდ, არამუსლიმების წინააღმდეგ, თავდასხმებს გეგმავდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები