სემეკმა მიმდინარე წელს 63 სხომა გამართა და 1720 საკითხი განიხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის განმავლობაში 63 საჯარო სხდომა გამართა და აღნიშნულ სხდომებზე ჯამში 1720 საკითხი განიხილა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო სხდომებზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა დადგენილებები და გადაწყვეტილებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საკითხები ძირითადად შეეხებოდა სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს, სალიცენზიო და სატარიფო საკითხებს, მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს და ასევე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადებს.

„სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში მოქმედ კომუნალური კომპანიებთან სადაო საკითხების არსებობის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს