ალექსანდრე ლუკაშენკომ 22 პირი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას წინასაახალწლოდ 22 პირის შეწყალების შესახებ, - ინფორმაციას ბელარუსული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ პირებიდან 20 „ექსტრემისტული დანაშაულებისთვის“ იყო გასამართლებული. შეწყალებულთა შორის 15 ქალი და 7 მამაკაცია, მათგან 11-ს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანმა სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების თხოვნით მიმართა, აღიარა დანაშაული და სინანული გამოთქვა.

„შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჰუმანიტარული მიზეზების და მათი ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე შეწყალებული პირების დადებითად დახასიათების გათვალისწინებით მიიღო“, - აცხადებენ ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს