ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დროსთან ერთად იცვლება, ვითარდება და ახალ ფორმებს იძენს, დროსა და სივრცეში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუმცა არსებობს ღირებულებები, რომლებიც უცვლელი რჩება. სწორედ ასეთი მყარი ღირებულებებითა და მკითხველთან დაუღალავი კომუნიკაციით მოვიდა „გამომცემლობა პალიტრა L“ თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღამდე - 2025 წელს გამომცემლობას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.
ეს ორი ათწლეული ციფრებში კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: გამოცემული 6 443 დასახელების წიგნი და 34 715 193 ეგზემპლარი. ამ წიგნებმა ქართველი მკითხველების ოჯახებში, პირად ბიბლიოთეკებსა და გულებში დაიდეს ბინა.
ამ ორი ათწლეულის განმავლობაში გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მისია წიგნიერების მიტანა იყო ქვეყნის თითოეულ წერტილში, თითოეულ ადამიანამდე და ასე გაგარძელდება მომავალშიც - მუდმივი დიალოგი მკითხველთან, მისი თხოვნების, რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება. აქ ყველა ტიპის მკითხველი - პატარა თუ დიდი, კლასიკის მოყვარული თუ თანამედროვე საკითხავის მაძიებელი - იპოვის საკუთარ ამბავს.
თუმცა 2025 წელი მხოლოდ წარსული მიღწევების შეჯამება არ ყოფილა; ეს იყო წელი, როდესაც ტრადიციულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ხედვამ უამრავი მასშტაბური პროექტი დაბადა.
საიუბილეო წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი მოვლენა „საკითხავის ფესტივალი“ გახდა, რომელიც 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით „თბილისი მოლში“ გაიმართა და რომელმაც უამრავ მკითხველს უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი გზავნილი იყო „საკითხავი ეს არის!“, რომელიც, იმავდროულად, გამომცემლობის მთავარ გზავნილად იქცა და რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ლიტერატურას ირჩევ, კითხვა თავად არის ყველაზე დიდი თავგადასავალი. სამი დღის განმავლობაში მკითხველები სიურპრიზებით, სიახლეებითა და უამრავი საჩუქრით დაჯილდოვდნენ.

2025 წლის შეთავაზება პროექტი „ახალი სახლი - ახალი ბიბლიოთეკა“ გახდა, რომელმაც მკითხველებს შესთავაზა ლეგენდარული სერიის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ სრული გამოცემა, რათა ჩვენი თითოეული მკითხველისათვის კვლავ ხელმისაწვდომი ყოფილიყო სრული სერია.
გარდა ამისა, გამომცემლობამ 2025 წელს სამი სრულიად განსხვავებული და საჭირო პროექტი შემატა თავის თაროს:
„პალიტრა L“-ისთვის წიგნიერების ამაღლება მხოლოდ დეკლარირებული მიზანი არ არის; ეს არის ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო გახდეს. 2025 წელს ამ მიმართულებით რამდენიმე საკვანძო პროექტი განხორციელდა, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ სოციალურ საჭიროებაზე იყო მორგებული.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „განათლების პალიტრა“ - პროექტი, რომელიც პირდაპირ ემსახურება მომავალი თაობების განვითარებას. მისი მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა და შეივსო თანამედროვე გამოცემებით, რაც მოსწავლეებს ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ამავე მისიას აგრძელებს „წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება“. 2014 წლიდან დღემდე ეს ინიციატივა უწყვეტად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე შორეულ წერტილშიც კი, ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა სასურველ ლიტერატურაზე საუკეთესო პირობებით. 2025 წელსაც ათასობით მკითხველმა სწორედ ამ პროექტის დახმარებით შეძლო საკუთარი ბიბლიოთეკის გამდიდრება.
გამომცემლობის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია ემპათია. „პალიტრა L“-ში გვჯერა, რომ სხვისი ტკივილის დანახვა მხოლოდ სევდის მიზეზი კი არ უნდა იყოს, არამედ მოქმედების მოტივატორად იქცეს. სწორედ ეს ღირებულება დევს საქველმოქმედო ინიციატივაში - „გადაიხადე რამდენიც გინდა“. ეს არის პლატფორმა, სადაც მკითხველი თავად განსაზღვრავს წიგნის ფასს, შემოსული თანხა კი მთლიანად მათ ხმარდებათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
2025 წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში სამი მნიშვნელოვანი კამპანია განხორციელდა. გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხით:
„პალიტრა L“-ისთვის პრიორიტეტთა შორის ყოველთვის გამორჩეული ადგილი უკავია თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. გამომცემლობას სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ მცირე ბიძგი სჭირდება დიდი ასპარეზისკენ. სწორედ ამ მისიას ემსახურება ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქართული თანამედროვე მწერლობის ნამდვილ სამჭედლოდ იქცა.
2025 წელი ამ პროექტისთვისაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. საიუბილეო წელს კონკურსმა რეკორდული რაოდენობის განაცხადი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტისადმი ნდობასა და მის აქტუალობას. გამომცემლობამ წელსაც შეძლო აღმოეჩინა ახალი ავტორები, რომელთა ნაწარმოებებიც მალე ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნებად იქცევა. ეს არ არის მხოლოდ კონკურსი; ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართული სიტყვა გახდეს ბესტსელერი და თავისი ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე ლიტერატურულ რუკაზე.
საიუბილეო წლის წარმატებით დასრულება „პალიტრა L“-ისთვის არა დასასრული, არამედ ახალი, უფრო ამბიციური ეტაპის დასაწყისია. 2026 წელს გამომცემლობა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებითა და განახლებული ენერგიით გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი გეგმები არ შემოიფარგლება მხოლოდ არსებული, საყვარელი სერიების გაგრძელებით; 2026 წელი იქნება ჟანრული მრავალფეროვნების წელი.
მკითხველს ვპირდებით სრულიად ახალ, ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც დააინტერესებთ როგორც კლასიკის მოყვარულებს, ისე სპეციფიკური და დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი ჟანრების თაყვანისმცემლებს. ამასთანავე, უცვლელი რჩება ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა - საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტები კვლავაც იქნება გამომცემლობის ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან „პალიტრა L“-ისთვის უკეთესი სამყაროს შექმნაზე ზრუნვა ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორიც წიგნის გამოცემა.
ორი ათწლეული, მილიონობით გამოცემული წიგნი და ათასობით გაბედნიერებული მკითხველი - ასეთია „პალიტრა L“-ის გავლილი გზა. 2025 წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ლიტერატურა არის ის საერთო ენა, რომელზეც ყველა ჩვენგანი ვსაუბრობთ, მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა თუ ინტერესებისა.
ჩვენ ვაგრძელებთ გზას თქვენთან ერთად, რადგან გვჯერა, რომ მთავარი ღირებულება სწორედ კითხვის პროცესშია. ვინც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა კითხულობდეთ, გახსოვდეთ ერთი მთავარი ჭეშმარიტება:
საკითხავი ეს არის!
ავტორი - მარიამ ჩხეიძე
(R)