უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ მომხდარა

თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება უკრაინის მიერ „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ ბრალდებების დასადასტურებლად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი ამას ვერც გააკეთებენ. იმიტომ, რომ ასეთი თავდასხმა არ მომხდარა“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, კიევი იმედგაცრუებულია არაბთა გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის და პაკისტანის მხარეების განცხადებებით.

„იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ არაბთა გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის და პაკისტანის მხარეების განცხადებებით, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას თავდასხმის შესახებ, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ მათგან არცერთს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, როდესაც 2025 წლის 7 სექტემბერს რეალური რუსული რაკეტა უკრაინის მთავრობის რეალურ შენობას დაეცა“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, ცრუ განცხადებების გავრცელება რუსეთისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაა.

„რუსეთს ცრუ განცხადებების გაკეთების ხანგრძლივი ისტორია აქვს - ეს მათი დამახასიათებელი ტაქტიკაა. მაგალითად, რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაესხმებოდა თავს უკრაინას 2022 წლის დასაწყისში. ისინი ასევე ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთის უსაფუძვლო მანიპულაციურ ბრალდებებზე ასეთი რეაქციები მხოლოდ რუსულ პროპაგანდას უწყობს ხელს და მოსკოვს მეტი სისასტიკისა და ტყუილისკენ უბიძგებს.

„მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელ ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან - ეს ძირს უთხრის ბოლო დროს წინ მიმავალ კონსტრუქციულ სამშვიდობო პროცესს“, - წერს სიბიგა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო