გაგი მოსიაშვილი - ოთარ ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია, სადაც მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენებაა

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია, სადაც მხოლოდ 3 მოწმის ჩვენებაა.

უფლებადამცველის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძე ამ მძიმე დანაშაულში ბრალდებულად მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზეა წარმოდგენილი.

ყოფილი გენერალური პროკურორის კიდევ ერთი ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით კი, ბრალდების მხარეს ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე არც კი დაუბარებია.

„არ უთქვამთ, მობრძანდი, შენთან კითხვები გვაქვსო... არის სატელეფონო შეტყობინების ოქმი, რომ ურეკავენ ოჯახს და ეუბნებიან, გთხოვ, წარმოადგინოთ ადვოკატიო... ეს არის შეტყობინების სტანდარტი?", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ფარცხალაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს