ენერგოომბუდსმენის სამსახურში 2025 წელს 1055 განცხადება შევიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენის სამსახურში 2025 წელს 1055 განცხადება შევიდა.

მათივე ცნობით, სოციალური ქსელების, ცხელი ხაზისა და ადგილზე მომსახურების გზით 30 000-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია.

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის 2025 წელი მაღალი დატვირთვით, ეფექტიანობით და მოქალაქეებზე ორიენტირებული სწრაფი რეაგირების პრაქტიკით გამოირჩეოდა.

დამცველის სამსახურში შემოვიდა 1055 განცხადება, მათ შორის საოქმო ჩანაწერი იყო 418.

სოციალური ქსელების, ცხელი ხაზისა და ადგილზე მომსახურების გზით 30 000-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია. ეფექტურ თანამშრომლობას წარმოადგენდა VIBER/WHATSAPP- ჩატის ფორმატი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ - აღნიშნული კომუნიკაცის შედეგად 250 შემთხვევაზე დროული რეაგირება განხორციელდა.

მოქალაქეებისათვის ჩამოწერილ თანხას შეადგენდა 188 583 ლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება განცხადებებს სექტორების მიხედვით, მათივე ინფორმაციით, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

სასმელი წყლის სექტორი - 505 განცხადება

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 313

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 185

შპს „ბათუმის წყალი“ - 5

შპს „ქობულეთის წყალი“ - 1

შპს „მარნეულის წყალი“ - 1

ელექტროენერგიის სექტორი - 442 განცხადება

სს „ენერგო პრო ჯორჯია“ - 342

სს „თელასი“ - 60

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ - 31

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ - 9

ბუნებრივი გაზის სექტორი - 106 განცხადება

შპს „თბილისი ენერჯი“ - 63

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 22

სს „საქორგგაზი“ - 19

შპს „თელავგაზი“ - 2

ირიგაციის სექტორი - 2 განცხადება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ - 2

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები