რატომ გეგმავენ წარმატებული ადამიანები თითოეულ დღეს?

ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ დიდი წარმატება ძალიან შორეული მოვლენაა და მისი მიღწევა წარმოუდგენლად გეჩვენებათ. რეალურად, წარმატების მისაღწევად კარგად ნაფიქრი, გააზრებული და დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თითოეული სწორი გადაწყვეტილება, სწორი ქმედება, სწორი გეგმა კიდევ უფრო გაახლოებთ საბოლოო მიზანთან. ამ პროცესში კი თითოეულ სწორად დაგეგმილ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თუ ფიქრობთ, რომ ყოველი დღის დაგეგმვა საჭირო არ არის და ზოგადი გეგმა საკმარისია, მაშინ გეტყვით, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომლის მართვაც თქვენს ხელშია. დროის მართვა კი საკუთარი ცხოვრების გააზრებულ კონტროლს ნიშნავს.

რატომ უნდა დავგეგმოთ ყოველი დღე?

დღის დაგეგმვა პრიორიტეტების განსაზღვრაში გეხმარებათ. როდესაც გეგმა ფურცელზეა, მარტივად ხედავთ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი და რა — მეორეხარისხოვანი.

როცა ყველაფერი დაგეგმილი გაქვთ, ნაკლებ სტრესს განიცდით. გაურკვევლობა შფოთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. როცა იცით, რას რა მოჰყვება, ყველაფერს უფრო მშვიდად აკეთებთ.

როდესაც დღის გეგმას მიჰყვებით, უფრო პროდუქტიული ხართ. მეტი დრო გაქვთ რეალური ქმედებისთვის და დროს არ კარგავთ იმაზე ფიქრში, თუ ახლა რა გააკეთოთ. როგორც წესი, ამ დროს ერთი საქმე უფრო მშვიდად და სწრაფად მიგყავთ ბოლომდე და ისე იწყებთ მეორეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მარტივად დარწმუნდებით, რომ საქმიანი დღიური უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კალენდარი. აჩუქეთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს საქმიანი დღიური. ამით თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს შემოიტანთ.

გამომცემლობა „პალიტრა L” უკვე წლებია მომხმარებლებს გამორჩეულ საქმიან დღიურს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ დღიური პრაქტიკული და ხარისხიანია, ის მფლობელისთვის მოტივაციის წყაროცაა. თითოეულ გვერდზე მოცემულია სამოტივაციო ფრაზები, რომლებიც ხშირად შეიძლება ძალისა და მიმართულების მომცემი აღმოჩნდეს, გადაწყვეტილების მიღებასა და გონივრული ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმაროთ. მარტივად რომ ვთქვათ, საქმიანი დღიური ცხოვრების დაგეგმვასა და მიზნისკენ სვლას გაგიადვილებთ.

ამჯერად „პალიტრა L-ის” დღიური 4 ფერშია ხელმისაწვდომი.

  • წითელი–ენერგიულიდათამამიადამიანებისთვის;
  • ცისფერი–მათთვის, ვინცსიმშვიდესადაჰარმონიასეძებს;
  • ბორდოსფერი–მოდურიდაელეგანტურიარჩევანი;
  • ნაცრისფერი–მინიმალისტურისტილისმოყვარულებისთვის.

საქმიანი დღიური საუკეთესო კორპორაციული საჩუქარია ნებისმიერი კომპანიისთვის.

დღიურის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და „პალიტრა L-ის” ვებგვერდზე. მისი ღირებულება 24.95 ლარია.

დაგეგმე #კიდევერთი დღე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები