სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა - ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებას და ფერმერებისთვის წყლის უფრო საიმედო მიწოდებას. ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელ ხარჯი, რაც საჭიროა მელიორაციის სექტორის ეფექტიანი მუშაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა ფერმერებს სრულად არ დააწვება, რადგან სახელმწიფო განაგრძობს მელიორაციის სექტორის მხარდაჭერას სუბსიდირების მექანიზმის მეშვეობით.

სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას და ყველა ცვლილებას ახორციელებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულად.

ახალი ტარიფის დადგენა პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ნათლად აჩვენებს მელიორაციის მომსახურების რეალურ ღირებულებას. ფერმერის ქვითარში ასახული იქნება როგორც სრული ტარიფი, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სუბსიდიის ოდენობა, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს წვლილს.

ახალი სატარიფო სისტემა ემყარება სამართლიან პრინციპს. მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ წყლისთვის, რომელსაც რეალურად მოიხმარს და არ იხდის ზედმეტს. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის მიზნობრივ გამოყენებას, წყლის დროულ მიწოდებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დაიწყება ფერმერებთან რეგიონებში.

საქართველოს მელიორაცია ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა. ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები და მოწესრიგდა საირიგაციო ქსელი, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში სავარგულები არ მორწყულა.

მომავალ წლებში, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ჯამში, დაახლოებით 605,8 მლნ. ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები