თბილისის მერი მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია

ყველაზე დიდი სიხარული და საჩუქარი, რაც შეიძლება ახალმა წელმა მოგვიტანოს, თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნაა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას,- ამ სიტყვებით მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს დამდეგი ახალი წელი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დედაქალაქის მერმა მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, ფონდის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. სტუმრებს მასპინძლობა ფონდის დამაარსებელმა დედა თინათინმა გაუწია.

კახა კალაძემ ბერი ანდრიას ფონდს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი ანუკი არეშიძე ფონდის „კეთილი ნების“ ელჩად აირჩიეს.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება. ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია 42 ბავშვზე ზრუნავს. მათ შორის არიან პატარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს