ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთში, 6 იანვარს „მსურველთა კოალიციის” ლიდერების შეხვედრა იგეგმება

6 იანვარს, საფრანგეთში, „მსურველთა კოალიციის” ლიდერების დონეზე შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსტემ უმეროვმა ახლა შემატყობინა შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულ იქნა „მსურველთა კოალიციის” ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა გავმართოთ. მას 3 იანვარს უკრაინაში ვგეგმავთ. მას მერე მოკლე დროში საუბრები გაიმართება ლიდერების დონეზე - შეხვედრები აუცილებელია. მას 6 იანვარს საფრანგეთში ვგეგმავთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის გუნდის მათი მზაობისთვის მონაწილეობა მიიღონ ყველა ეფექტიან ფორმატში. დღეს ჩვენი გუნდები კონტაქტში იყვნენ, და ახლა რუსტემთან ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და მოლაპარაკებებში პრიორიტეტები განვიხილე. ერთ დღესაც არ ვკარგავთ. მადლობა!” - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა