ელენე ხოშტარია - პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სინამდვილეში კი, ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხეს.

როგორც ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი, ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში მყოფი ადამიანები ზიდავენ, ინდივიდუალურია და ერთმანეთთან არ დარდება.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ერთი რამის გაზიარება მინდა.

პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სოლიდარობის გამოხატვით. სინამდვილეში, კი ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია, მეტი თუ არა. ტვირთები არ დარდება, ყველა ინდივიდუალურიად ზიდავს.

ამიტომ ამ ახალ წელს მე მინდა, გამოვხატო მადლიერება და სოლიდარობა თქვენ მიმართ: რუსთაველის მცველების, ადვოკატების, განსაკუთრებულად ჟურნალისტების მიმართ.

გარეთაც ვიყავი შარშან ახალ წელს და ახლა ციხეში ვარ. ნაცნობია ჩემთვის ყელში რომ გეჩხირება ლუკმა და ვერ ილხენ, მაგრამ ჩემი მხრივ მინდა, გითხრათ, რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე პირადად ნამდვილად უფრო გავიხარებ! გილოცავთ!",- ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს