ირაკლი კობახიძე - ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ საკითხს მომავალშიც

კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.

„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებზეც და განაცხადა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, „მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე“.

„განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს. საკადრო კუთხითაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა. გყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცველ უწყებებში და ამან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. აქ გამოვყოფდი ორგანიზებულ დანაშაულს, სადაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს ცალკე გამოვყოფდი.

გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. სტატისტიკურ მონაცემებს გავიხსენებ -1955 ნარკორეალიზატორია მარტო დაკავებული. იყო უმძიმესი ვითარება და იყო საჭირო აქტიური ჩარევა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად მოგვეგვარებინა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალიან აქტიური მუშაობა. ასევე შსს-ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და აქაც მარტივი სტატისტიკა რომ გავიხსენოთ, წელს იმდენივე არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რამდენიც გასული 7 წლის განმავლობაში მთლიანად აღებული. ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები