ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“

უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი ამერიკულ ჯგუფს შეუერთდა, მათ დეტალები განიხილეს და ჩვენ გვესმის, რომ ეს „ფეიკია“. და, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ თავისი ტექნიკური საშუალებებით გადამოწმება, რომ ეს „ფეიკი“ იყო…

პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე დარტყმა „ფეიკია“. არავის იქ არ დაურტყამს. უკავშირდება თუ არა ეს სანქციებს? შეიძლება ცოტათი უკავშირდება მაგას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო იმასთან დაკავშირებულია, რომ საკმაოდ წარმატებული საუბარი და შეხვედრა იყო, თვის განმავლობაში ჩვენი გუნდების დადებითი შეხვედრა, და რომლის ფინალიც პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა იყო, და გავიგეთ გეგმა, რომ ახლა ჩვენი მრჩევლები 3 იანვრიდან მუშაობენ.

რა თქმა უნდა, მერე ევროპელებთან შევხვდებით ლიდერების დონეზე, ყველაფრის მომზადება გვსურს და, ღმერთმა ქნას, მერე ყველანი შევხვდებით, რათა რაიმე ნაბიჯები გვქონდეს [ომის] დასასრულებლად. გვსურს, რომ იანვარში ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი გაკეთდეს. და არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს Tomahawk-ების გადაცემას, არაფრის ფანტაზირება არ მინდა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო