პრემიერი - ეკონომიკის სფეროში ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს - ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური გუნდის განახლების მნიშვნელობას.

„თვისებრივად განახლდა ჩვენი გუნდი. შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის. პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს. ერთ სულ მოსახლეზე გადასცდება პირველად ასევე 10 000 დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად ასევე 30 000 დოლარს.

ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, გადააჭარბა 60%-ს და გვაქვს მუდმივი კლება. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. ასევე, მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მლრდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა „საქართველოს რკინიგზაში" და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ „სერიოზული ეკონომიები ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით.

პრემიერის თქმით, ეს ეხება „საქართველოს რკინიგზას" და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.

„სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას" და ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. გარდა იმისა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, აქაც ყველგან შეიცვალა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი.

„რაც შეეხება შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციას, ამ ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. ეს თანხებიც, ბუნებრივია, მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ არასწორი პრაქტიკის აღკვეთა, რომელიც იყო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები მოგვცემს ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ბოლო წლების შედეგები არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი და ჩვენ შეგვიძლია, თვისობრივად გავაუმჯობესოთ შედეგები ენერგეტიკის სფეროში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები