გიგი წერეთელი - წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს - ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ

წარმოუდგენელია, როდესაც 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს. ადამიანები, რომლებიც, აბსოლუტურად არაფრის გამო სხედან ციხეში, ასეთია ელენე ხოშტარიაც,- განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია გაიმართა.

გიგი წერეთლის თქმით, „ეს წელი „ქართული ოცნებისთვის“ ალბათ კარგი იყო, რადგან ქვეყანაში საქმე ცუდად წავიდა“.

„წარმოუდგენელია, როდესაც 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს. ადამიანები, რომლებიც, აბსოლუტურად არაფრის გამო სხედან ციხეში, ასეთია ელენე ხოშტარიაც.

დღეს ეს აქცია, რომელიც ელენეს სოლიდარობასა და გამხნევებას მიეძღვნა (თუმცა არ მგონია, რომ ელენეს გამხნევება სჭირდებოდეს), ყველა პატიმრისთვის არის.

ჩემი და ალბათ ყველას სურვილია, რომ მომავალ წელს ჩვენ ყველანი ერთად ვიყოთ და საქართველოს წინ წასვლა ვიზეიმოთ და არა რეგრესი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

ეს წელი კი „ქართული ოცნებისთვის“ ალბათ კარგი იყო, რადგან ქვეყანაში საქმე ცუდად წავიდა. ქვეყანაში იმდენად ცუდი ვითარებაა, რომ ეს იყო მათი გეგმა და თუ ვინმე თვლის, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, ძალიან მძიმე შეცდომაა. „ქართულ ოცნებაში“ მთელი ეს დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს